ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს, შეიძინოს პროდუქცია და ისარგებლოს სახლში მიტანის სერვისით;
გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ქართული ან უცხოური ბანკების ბარათების მეშვეობით. გადახდა ხდება წინასწარ, შეკვეთის განხორციელების მომენტში. ნაღდი ფულით ანგარიშსწორება არ ხდება;
ვებგვერდზე განთავსებულ პროდუქტს თან ახლავს ფოტო, ზომები და შემცველობა. პროდუქტის შეძენამდე კარგად გაეცანით პროდუქტის აღწერილობას და ზომებს;
საიტზე დაფიქსირებულ პროდუქციის ფასებს განსაზღვრავს კომპანია და უფლებას იტოვებს მოახდინოს მასზე ნებისმიერი ცვლილება;
თუ თქვენ არ გსურთ, რომ ისარგებლოთ ვებგვერდზე არსებული ონლაინ მაღაზიით და გადაიხადოთ ბარათით, ან გსურთ ანგარიშსწორება მოახდინოთ ალტერნატიული მეთოდებით – ანგარიშზე პირდაპირი გადმორიცხვის ან ტერმინალებიდან თანხის შეტანის გზით, გთხოვთ მოგვმართოთ იმეილზე info@indego.ge
ნივთის გადაცვლა/თანხის უკან დაბრუნება:
თუკი მიღებული პროდუქტი იქნება დაზიანებული ან განსხვავებული პროდუქტზე მითითებული აღწერილობისგან, კომპანია საკუთარი ხარჯებით, ნივთს უკან დაიბრუნებს და მომხმარებელს მიუტანს ახალ, დაუზიანებელ პროდუქციას, ან მომხმარებლის სურვილის მიხედვით, დაიბრუნებს ნივთს და თანხას სრულიად აანაზღაურებს.
იმისთვის, რომ მოხდეს დაზიანებული ნივთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება, ამანათის მიღების მომენტში უნდა მოხდეს ნივთის დათვალიერება. წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი იმავე დღეს უნდა დაგვიკავშირდეთ ელფოსტის მეშვეობით info@indego.ge, წარმოადგინოს დაზიანებული ნივთის ფოტოები. ფაქტის შესწავლის შემდგომ, კომპანიის მხრიდან მოხდება დაუყოვნებლივი რეაგირება.
შეკვეთის გაუქმება და ცვლილება
შემოსული შეკვეთა, მიმღების მისამართის თუ შეკვეთის მიღების დროის მიხედვით, რაღაც პერიოდის განმავლობაში, მანამ, სანამ გადაეცემა საკურიერო კომპანიას, მუშავდება კომპანიის მიერ. თუ მომხმარებელს სურს შეკვეთის გაუქმება, არსებულ შეკვეთაში პროდუქტის დამატება, ამოკლება ან გადაცვლა, უნდა დაგვიკავშირდეს და თუ ამანათი უკვე არ იქნება ჩაბარებული საკურიერო კომპანიისთვის, მოხდება შესაბამისი ცვლილებები. თუ ამანათი უკვე იმყოფება საკურიერო კომპანიის საწყობში, ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი იქნება;